საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მშრომელთა უფლებები ორად: პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ პერიოდად გაიყო.

მისი თქმით, პანდემიის დროს, ნაცვლად სოლიდარობისა, დამსაქმებლები თანამშორმლების უფლებებს უგულებელყოფენ და შეუსაბამო გარემოში მუშაობას აიძულებენ.

"ყველა ის გამოწვევა, რაზეც პანდემიამდე საუბრობდა პროფკავშირები, მაგალითად: უმუშევრობის შემწეობა და შრომის წიგნაკი, დღეს რომ გვქონოდა, არ მოხდებოდა ისე, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები არ დარჩებოდნენ მოწყვლად ჯგუფად. ისინი მიიღებდნენ მცირე და არაადეკვატურ, მაგრამ შესაბამის დახმარებას. არაადეკვატურს იმიტომ, რომ მინიმალური ხელფასის გამოთვლის წესი არ გახლავთ ლოგიკური და ამ ქვეყანაში ფაქტობრივად, არ არსებობს მინიმალური ხელფასი", — განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ახლანდელი გამოწვევა უდიდესი პრობლემაა და საბოლოო ჯამში ცუდად აისახება დასაქმების სხვადასხვა სექტორზე და ევროპის მასშტაბით 50 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირება მოხდება.