საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე უკვე მოსკოვში იმყოფება. ის რუსეთის დედაქალაქში 18 ნოემბერს, მე–9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ გაემგზავრა.

ილია მეორე რუსეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილის 70 წლის იუბელსთან დაკავშირებით, მისივე მიწვევით იმყოფება. ოფიციალური შეხვედრების გარდა, ილია მეორე 23 ნოემბერს წირვას ჩაატარებს მოსკოვის ქართულ ტაძარში და შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

პატრიარქი საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.