დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსის პიკი გადალახა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ პიკი გადავლახეთ და ქვევით მივიწევთ. თითქოს მთებში გრძელი გვირაბი გავიარეთ და ახლა სინათლეს ვხედავთ", — განაცხადა მან.

ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ შემდეგ კვირაში საკარანტინო ზომების შემსუბუქებისა და ეკონომიკის აღდგენის გეგმას წარადგენს. მისი მთავარი მიზანია — ეკონომიკის ამოქმედება, სკოლების გახსნა და კომპანიების მუშაობის აღდგენა.

პრემიერი ამბობს, რომ დღეში თითქმის ასი ათას ადამიანს ტესტავენ.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი 172 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის შედეგად 27 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: