არ მივირთმევ არასდროს! — ქართველი დედა კომიქსებით გვიყვება, როგორია თვითიზოლაციაში ბავშვთან ერთად ყოფნა
ოჯახებისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, თვითიზოლაცია მარტივი ნამდვილად არაა და განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს, რომ პატარების ენერგია სწორად დაიხარჯოს. სწორედ ამიტომ გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში უერთდება კამპანიას ჰეშთეგებით #ვსწავლობთსახლში და #ვერთობითსახლში, რომლის ფარგლებშიც სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს ყოველდღე სთავაზობენ ერთ მარტივად შესასრულებელ აქტივობას, რომელიც პატარას გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ილუსტრატორი ანა ჯანელიძე, რომელსაც ორი წლის შვილი ჰყავს, საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება:
"მას შემდეგ, რაც კარანტინი გამოცხადდა, ხშირად ვფიქრობ იმ ოჯახებზე, სადაც ადრეული ასაკის ბავშვები ჰყავთ. ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც ბევრი ოჯახისთვის ახლა უმთავრესი საზრუნავია, ახალიც დაემატა — მთელი დღის განმავლობაში ბავშვებთან ურთიერთობა, მათი განვითარება, გართობა, კვება. ზოგიერთი მეტად გამოცდილია ამ ამბებში, ზოგი კი, ახლა სწავლობს, როგორ ესაუბროს ბავშვს, როგორ დააინტერესოს, როგორ ეთამაშოს, თან ეს ყველაფერი მოახერხოს ისე, რომ თან იმუშაოს, თან სახლში სისუფთავე შეინარჩუნოს (ეპიდემიაა, ბოლოს და ბოლოს!), თან საჭმელი მოამზადოს... ეს ყველაფერი ერთად კი საერთო სტრესულ ფონს ქმნის.
თითოეული ოჯახის გარემოებები, პირობები, გამოწვევები ინდივიდუალურია და თავისებურად რთული და ალბათ, ყველას, ან თითქმის ყველას, საკუთარი სიტუაცია განსაკუთრებულად რთული ჰგონია. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ 2 წლის ბავშვის მშობლობა ყველაზე რთულია. ეს ნახევრად ხუმრობით. ჩემი შვილი მარტივად აღარ ასრულებს ჩვენს თხოვნებს, და ჯერ-ჯერობით (იმედია!) ჩვენი მწყობრი არგუმენტებიც არ ესმის ბოლომდე. აუცილებელი და ერთი შეხედვით მარტივი რუტინები, ხანგრძლივ მოსამზადებელ პროცესებს, სჯა-ბაასსა და ათასგვარი არგუმენტებითა თუ ხრიკებით მის დაყოლიებას გულისხმობს.
ხელების დაბანისთვის ვთხზავთ სიმღერებს და სასაცილოდ ვამახინჯებთ ლექსებს სიტყვების ჩანაცვლებით; სადილის დროს ვავითარებთ ეპიკური ჟანრის ზეპირსიტყვიერებას (ამ ეტაპზე ეპოსების მთავარი გმირები არიან ლემური ლეიმურაზი, წრუწუნა თეკლა და მისი ძმა, გრძელფეხება წრუწუნა თენგო); აბაზანაში მის შესატყუებლად კაფელზე ვხატავთ ჯუჯებს, აბაზანას კი ჯუჯების გუბურად ვაქცევთ.
ამ პროცესში მშობლებმა გამოვიმუშავეთ შესაშური რეჟისორული, მსახიობური, მუსიკალური, პოეტური, ლიტერატურული, მუცლითმეზღაპრული და ლინგვისტური უნარები. ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ხშირად, ძალიან რთულია. ამ სირთულეების დაძლევაში და ზოგადად ახალი გარემოებებით განპირობებულ სტრესთან გამკლავებაში ჩვენ პატარ-პატარა "რიტუალები" — მშვიდი თამაშები გვეხმარება. გვეხმარება უფროსებსაც და ბავშვსაც უკეთესაც ვმართოთ ემოციები, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დადებითი განწყობა (მაშინაც კი, როცა ცოტა მოწყენილი ვართ).
ასეთი მშვიდი თამაშების იდეებს გაეროს ბავშვთა ფონდიც გვაწვდის 15-დღიანი გამოწვევის ფარგლებში #ვსწავლობთსახლში: საპნის ბუშტებით თამაში, სუნთქვითი ვარჯიშები სათამაშოსთან ერთად, აბაზანაში ჭყუმპალაობა და ქაფით თამაში, მყუდრო კუთხის მოწყობა და სხვა. ჩვენ შვილს ყველაზე მეტად უყვარს წყლით თამაში: აქაფება, აჭყლაპუნება, ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასხმა და მერე უკან გადმოსხმა, საპნის ბუშტებთან თამაში, ღრუბლის დასველება და გაწურვა. ამ თამაშებს ყველაზე ხანგრძლივად თამაშობს, განსაკუთრებული სამოვნებითა და კონცენტრირებით.
ამ დროს არავინ სჭირდება, რომ ეთამაშოს ან ელაპარაკოს. პირიქით, ცოტა ზედმეტადაც კი ვგრძნობ ხოლმე თავს. ის მთელი თავისი გრძნობებით ჩართულია წყალთან ურთიერთობაში და ამ დროს ისვენებს, მშვიდდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სიამოვნება მაშინ დასრულდეს, როცა მას სურს და არა როცა ჩვენ. თუ თამაშისას ტანსაცმელი ძალიან დაუსველდა ან სხვა საქმეზე გადასვლის დროა (მაგალითად, ძილის ან ჭამის), წინასწარ ვაფრთხილებთ და ვთანხმდებით, რომ ამა და ამ მიზეზის გამო, 2 წუთში უნდა მორჩეს და ნელ-ნელა უნდა მოემზადოს თამაშის დასრულებითვის. ეს შემზადება ეხმარება, რომ მშვიდად გადავიდეთ მომდევნო საქმეზე ან თამაშზე.
კარანტინის წყალობით ერთი სასარგებლო ახალი რიტუალიც ჩამოვაყალიბეთ: მე ვვარჯიშობ, ის კი ჩემს ახლოს თავისთვის თამაშობს, ცოტ-ცოტას მბაძავს ვარჯიშში და ხშირ-ხშირად მოდის და მეხუტება. თავდაპირველად უფრო მეტი ჩახუტება იყო, ვიდრე ვარჯიში, მაგრამ ნელ-ნელა გაიაზრა, რომ ეს დრო სხვანაირად არის ორგანიზებული და განსხვავებული წესებით "ვთამაშობთ". ამ რიტუალის პრელუდიაც გვაქვს, რომლის დაცვა აუცილებელია: რეზინის დიდ ბურთზე ორივე ერთად ვხტუნავთ- 10 ახტომა ჩამჯდარია, 10 ახტომა ფეხზე დამდგარი ("აი ახლა ამხელა უნდა ვიყო!") და რომ მოვრჩებით, უფლებას მაძლევს გავაგრძელო: "ახლა ივარჯიშე".
ჩვენი ბიჭის კიდევ ერთი საყვარელი საქმეა მისასხურებელი ("სპრეი") სარწყავით მცენარეების მორწყვა. ამ დროს ვსაუბრობთ ხოლმე მცენარეებზე, როგორ გაიზარდნენ, რამე ხომ არ დააკლდათ (მზე? წყალი? მიწა?) ახალი ფოთოლი ან ყვავილი ხომ არ გამოუვიდა, ან ხომ არ დაჭკნა. ბოლოს ვერ ითმენს და ცოტა ჩვენც გვწუწავს ხოლმე. პანდემიის პირობებში ამ საყვარელ საქმეში მას თავის გამოვლენის ახალი შესაძლებლობები მიეცა — სპირტიანი ხსნარით კარის სახელურების დეზინფექცია.
მცენარეებთან დაკავშირებით თვითონ მოიგონა კიდევ ერთი, ჩემი აზრით, გენიალური თამაში, რომელიც ორივეს ძალიან მოგვწონს: რაღაც პერიოდში განსაკუთრებით დაინტერესდა ყვავილების ზრდის პროცესით, როგორ იშლება ყვავილი ნელ-ნელა, შემდეგ ჭკნება. ვკითხულობდით წიგნში ყვავილების ზრდაზე, მონუსხული უყურებდა ლამაზი ყვავილების გაშლის აჩქარებულ ვიდეოებს (და ცოტა იმედგაცრუებული დარჩა, როცა აღმოაჩინა რომ თითქმის არცერთი ყვავილის სახელი არ ვიცოდი). თამაში კი ასეთია: მომუჭავს მუშტებს და ამბობს "დედა, ნახე, კოკორი!", მეც აუცილებლად იგივეს ვიმეორებ. მერე ჩვენი "კოკრები" ძალიან ნელა იშლება, ცოტა ხანი ბოლომდე გაფურჩქნულია, მერე კი თამაშის ავტორი გასცემს ბრძანებას: "ახლა ჭკნება!" და ჩვენი გაშლილი ხელები ისევ ნელ-ნელა მუშტად იკვრება. ასე ვიმეორებთ, სანამ არ მოგვბეზრდება.
ვინაიდან თითოეულ ბავშვს განსხვავებული ინტერესები და შესაძლებლობები აქვს, ასეთი რიტუალები თუ მშვიდი თამაშებიც ინდივიდუალურია. უფროსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ბავშვების აზრების, მისწრაფებების, სურვილების შემჩნევა, გააზრება. ადრეული ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ საკუთარი ემოციებისა და ფიქრების სრულფასოვნად გამოხატვა, ან შესაძლოა, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ჩვენ არ გვესმის სრულფასოვნად იმ ფორმების, რითაც ისინი გადმოსცემენ თავიანთ აზრებს, სიხარულს, წყენას. ბავშვზე დაკვირვება, მისი მოსმენა, მისი საპასუხო ემოციების შემჩნევა და შესაბამისად რეაგირება ორივეს გვეხმარება უფრო მხიარულად და საინტერესოდ გავატაროთ დრო".
ადრეულ ასაკში ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი, აქტიური და მშვიდი თამაშისთვის შესაძლებლობების შექმნა. თამაშების და ხელნაკეთი რესურსების იდეები შეგიძლიათ ნახოთ მშობლის წიგნში, გაეროს ბავშვთა ფონდის facebook გვერდზე, ასევე სხვადასხვა თემატურ ვებ-გვერდსა თუ ბლოგზე. მოარგეთ ეს თამაშები თქვენი ბავშვების ინტერესებს და შესაძლებლობებს და ითამაშეთ ერთად. ამით თქვენ უბრალოდ დროს კი არ გაიყვანთ, თქვენი შვილისთვის შექმნით ცოდნის, უნარების, პიროვნული მახასიათებლების იმ ფუნდამენტს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება თქვენს შვილს.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
კომენტარები