ანას ბაღში მშენებლობის გაგრძელების ნებართვა არ გაგვიცია, საქმე პირველ ინსტანციას დაუბრუნდა — სააპელაციო
თბილისის სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ანას ბაღის საქმეზე მოსამართლეს მშენებლობის გაგრძელების საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია და საქმე განსახილველად პირველ ინსტანციას დაუბრუნა. სასამართლოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სასამართლომ ანას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა, სინამდვილე არ არის.
სააპელაციო განმარტავს, რომ მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს რამდენად დაცულია პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის. საქმე ხელახლა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
"თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ გადაუწყვიტავს მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების საკითხი. სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან", — აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ანას ბაღის საქმეზე კერძო საჩივარი 2020 წლის 27 აპრილს განიხილა. პირველი ინდტანციის, საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მშენებლობა შეჩერებულია.
გუშინ, 29 აპრილს ანას ბაღის დამცველმა აქტივისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ნანა ჭიჭილეიშვილის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მშენებლობის შეჩერების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მშენებელს მიეცა უფლება გააგრძელოს მშენებლობა დავის დასრულებამდეც. მათი ცნობით, ამ გადაწყვეტილებით, სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს, ააშენოს კორპუსი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები