დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს გილიადთან რემდესივირი უკვე შეკვეთილი აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა პრეპარატი ექნება.

გილიადმა აღნიშნული პრეპარატი 2015 წელს, ებოლას ეპიდემიის დროს შექმნეს, თუმცა წარმატებული არ აღმოჩნდა. ამ ეტაპისთვის რემდესივირი ხელმისაწვდომი არაა.

"არის რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, თუმცა ამავე დროს ძალიან დამაიმედებელი ამ პრეპარატთან დაკავშირებით", — აღნიშნა გამყრელიძემ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ რემდესივირმა ეფექტიანობა აჩვენა.

"მონაცემები აჩვენებს, რომ რემდესივირს გამოჯანმრთელების დროზე ცალსახა და შესამჩნევი დადებითი გავლენა აქვს", — ამბობს ის. მონცემები, რომელზეც ფაუჩი საუბრობს ფართომასშტაბიანი კვლევიდანაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა და რომელშიც 1 000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ფარგლებში კორონავირუსით ინფიირებულთა ნაწილი პლაცებოს იღებდა, ნაწილი კი რემდესივირს.

ფაუჩის განმარტრებით, "რემდესივირის ჯგუფში" შემავალი პაციენტები საავადმყოფოდან საშუალოდ 11 დღეში ეწერებოდნენ, პლაცებო ჯგუფის შემთხვევაში კი 15 დღეში.

"რაც დამტკიცებულია ის არის, რომ მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია", — ამბობს ფაუჩი.

ჯერჯერობით აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის სამკურნალოდ არც ერთი მედიკამენტი არ დაუმტკიცებია. თუმცა, The New York Times-ის მიხედვით, FDA გეგმავს, რომ რემდესივირის გამოყენება გადაუდებელი საჭიროების ფორმით დაჩქარებულად დაუშვას.