ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისინი მუშაობენ ყველა შესაძლოა გამოსავალზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

"თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის ეს მონაცემები და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც დადგება, რაც ჩვენთვის ცნობილი იქნება ეპიდემიის გავრცელების მდგომარეობა", — განაცხადა ტიკარაძემ.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, წელს ეროვნული გამოცდები არ გაუქმდება, თუმცა შესაძლოა თარიღმა გადაიწიოს.