დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში დღიურად 1000-ზე მეტი ტესტი ჩატარდება. ამ თემაზე მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღევანდელი მსჯელობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში უკვე საქართველოში ჩატარდება ათასზე მეტი PCR ტესტი. ამის საშუალება ქვეყანაში არის, სწორედ იმ რისკჯგუფებში, იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, იქნება მეტად უფრო გაფართოებული ეს ტესტირებები", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი ხარვეზად არ თვლიან იმ ფაქტს, რომ მეზობელ ქვეყნებში საქართველოზე მეტი ტესტია ჩატარებული, რადგან მიზნობრიობის მიხედვით საქართველოს კარგი შედეგები აქვს.

საქართველოში კორონავრიუსის შემთხვევების რაოდენობა 539-მდე გაიზარდა. COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა 178 ადამიანი, ხოლო 6 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 256 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 548.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: