Tbilisi Open Air 2020 დაგეგმილ დროს — 26-28 ივნისს აღარ ჩატარდება.

ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა:

"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალი ივნისში აღარ ჩატარდება და გადაიდება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება Tbilisi Open Air-ის წლევანდელი ფესტივალი, თუმცა, როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამის შესახებ ინფორმაცია 25 ივნისამდე გახდება ცნობილი.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია. მათ, ვინც უკვე შეიძინეს ბილეთები, შეუძლიათ ჩვეულებრივად შეცვლილ თარიღებზე გამოიყენონ ან თანხის უკან დაბრუნება მოითხოვონ.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული მუსიკალური ფესტივალის ჩატარება წელს 26, 27 და 28 ივნისს ლისი ვანდერლენდში იყო დაგეგმილი და სცენაზე მსმენელები ისეთი შემსრულებლების ხილვას ელოდნენ, როგორებიც არიან SHE WANTS REVENGE, Aparat და LP.