ტომ იორკი ჯიმი ფელონის მუსიკალური სეგმენტის სტუმარი იყო, ის კომიკოსს სახლიდან ჩაერთო. ეს ის იშვიათი შემთხვევა გახლდათ, როცა მუსიკოსის ახალი სიმღერის პრემიერა სატელევიზიო შოუში შედგა.

იორკმა პირდაპირ ეთერში Plasticine Figures (პლასტილინის ფიგურები) გააჟღერა. წამყვანის სიტყვებით, Radiohead-ის სოლისტმა სიმღერა სპეციალურად ჩართვისთვის დაასრულა.