სავსებით რეალურია ვარაუდი, რომ მეტი ნაწილი შეიძლება იყოს ინფიცირებული — ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, სავსებით რეალურია ვარაუდი, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურად არის ცნობილი. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ TV პირველის ეთერში გუშინ, 29 აპრილს ისაუბრა.
"თუ თქვენ იკითხავთ, რამდენად რეალურია ეს ციფრი იდენტიფიცირებულებთან და არაიდენტიფიცირებულებთან მიმართებაში, ძალიან ხშირად კითხულობენ ამას და მინდა შევიტანო სიცხადე — ის ვარაუდი, რომ მოსახლეობის შესაძლოა მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული რეალურად, მათ შორის უსიმპტომო ფორმებით, ვიდრე ეს დღეს ჩვენ ვიცით, სავსებით რეალურია. ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა, არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების რაღაც რაოდენობა, მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოშიც", — თქვა ცერცვაძემ.
მან ეს განცხადება გარდაცვლილთა რაოდენობაზე საუბრისას გააკეთა. ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ცალსახად არის გარდაცვლილთა ძალიან მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან შედარებით.
"შეუდარებლად მცირეა, 10-ჯერ, 15-ჯერ, 18-ჯერ მცირე. თუ გადავითვლით ერთ მილიონ მოსახლეზე, ეს განსხვავება კიდევ უფრო დიდია. ჩვენთან 160-ჯერ ნაკლებია გარდაცვალება ერთ მილიონ მოსახლეზე, ვიდრე შეერთებულ შტატებში და 200-300-ჯერ ნაკლები, ვიდრე ვთქვათ, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში, უზარმაზარი განსხვავებაა", — აღნიშნა მან.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე თქვა, რომ თუ საქართველოში ინფიცირებულების რეალური რიცხვი მეტია, მათ შორის უსიმპტომო და მცირე სიმპტომიანი ადამიანების ხარჯზე, "მარტივი მისახვედრია, მარტივი გამოსაანგარიშებელია, რომ მაშინ გარდაცვალების პროცენტი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს და არანაირად მაღლა არ აიწევს".
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები