29 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 3 179 494;
  • გარდაცვლილი — 225 927;
  • გამოჯანმრთელებული — 964 957.

მდგომარეობა საქართველოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 517;
  • გამოჯანმრთელებული — 178;
  • გარდაცვლილი — 6;
  • კარანტინის რეჟიმში — 5 247;
  • სტაციონარში — 532;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.

დღის ფაქტი

ფოტო: Shutterstock

COVID-19-ის მძიმე შემთხვევები გულს აზიანებს

COVID-19 ყველაზე მძიმე ფორმებით იმ ადამიანებში გვხვდება, ვისაც უკვე არსებული გულის დაავადებები აქვთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვირუსი ჯანმრთელი ადამიანების გულსაც მნიშვნელოვნად აზიანებს.

გამოცემა ScienceAlert წერს, რომ როდესაც საქმე COVID-19-ის მძიმე ინფექციასთან გვაქვს, გული მასიურ ანთებით პროცესს, სახელად მიოკარდიტს განიცდის. ვირუსი გულის უჯრედებს აინფიცირებს და გულის კუნთის ანთებას იწვევს. ამან, შესაძლოა, გულში ელექტრული გამტარიანობა შეცვალოს, რაც გულს სისხლის ტუმბვის უნარს უქვეითებს. შედეგად, ორგანოებს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდებათ, მათ შორის ფილტვებსაც. ამჟამად უცნობია როგორ ხდება ეს, თუმცა მეცნიერები რამდენიმე შესაძლო მექანიზმს განიხილავენ.

დღის ფოტო

ფოტო: Reauters

ინდოეთში, ნიუ-დელიში, პოლიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ადგილობრივს აცვია "სიკვდილის ღმერთის" კოსტიუმი და კორონავირუსის ფორმის ბუშტებით გაკეთებულ ყელსაბამს ატარებს. ამ გზით ის ცდილობს სოციალური დისტანცირების და სახლში დარჩენის კამპანიას შეუწყოს ხელი.

დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში

ფოტო: AFP

ენტონი ფაუჩი: გვაქვს მკაფიო მტკიცებულება, რომ რემდესივირი მუშაობს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ რემდესივირი ეფექტურია. მისი თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ რემდესივირს გამოჯანმრთელების დროზე ცალსახა და შესამჩნევი დადებითი გავლენა აქვს.

მონაცემები, რომელზეც ფაუჩი საუბრობს ფართომასშტაბიანი კვლევიდანაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა და რომელშიც 1 000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა.

სხვა მნიშვნელოვანი ამბები:

დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა

29 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 517 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 178.

რა ხდება საქართველოში

მიიღებენ თუ არა ძიძები, რეპეტიტორები და სხვები კომპენსაციას და როგორ

დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისულ თემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. თვითდასაქმებულების კატეგორიაში შედიან ძიძები, რეპეტიტორები, ლიცენზიის არ მქონდე ტაქსის მძღოლები და სხვები, თუმცა სამინისტრო მათგან კომპნესაციის მისაღებად დამადასტურებელ საბუთს ითხოვს.

კომპენსაციას მისაღებად ამ ადამიანებს შეუძლიათ წარადგინონ:

  • საბანკო ანგარიში (სადაც შრომის ანაზღაურება რამე ფორმით ერიცხებოდათ);
  • საბანკო დაფარვები;
  • გადახდები;
  • ფულადი ტრანზაქცია;
  • ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზია;
  • იურიდიული პირის მიერ გაცემული ცნობა.

კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ ადამიანებმა, რომლებიც პირობითად მუშაობდნენ ძიძად, შემოსავალს იღებდნენ ხელზე და არანაირი საბანკო ტრანზაქცია არ უფიქსირდებათ, სამინისტრო On.ge-ს პასუხობს: "ამ ეტაპზე ვერაფერი".

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეც რეისი ჩამოვიდა. რეისმა 40 000 PCR ტესტი და ამდენივე ექსტრაქციის ნაკრები, დიდი რაოდენობით პირადი დაცვის საშუალებები, კომბინეზონები, ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთები ჩამოიტანა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა მიზნობრივი ჯგუფების ტესტირებას აგრძელებს და სამინისტრო მომავალში ამ ჯგუფების გაფართოებას განიხილავს.

სხვა მნიშვნელოვანი ამბები:

ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა

ფოტო: Dutch Daffodils

მომავალ წელს შევხვდებით — მეგობრული მესიჯი ტურისტებს ნიდერლანდებში ტიტების ბაღიდან

ნიდერლანდებში ყვავილების ფერმამ იმ ტურისტების, რომლებიც ტიტების ყვავილობის სეზონს ვერ ესწრებიან, განსაკუთრებული მესიჯი გაუკეთა. "შევხვდებით მომავალ წელს" — ეს წარწერა და გული ტიტების ბაღში ყვავილებითაა შექმნილი.

ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები

ნახეთ წინა შეჯამებები: