ოთხშაბათს, იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ჯამში 27 682 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 104 657 ადამიანს უდასტურდება, გამოჯანმრთელებულია 71 252.

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულა 20 000-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკი. ვირუსით მინიმუმ 153 ექიმი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: