საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმაურება. მათი განცხადებით, გაჩნდა შეშფოთება, რომ ზოგიერთი ზომა დისკრიმინაციულად იქნა გამოყენებული.

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამედიცინო რჩევების მიუხედავად, რელიგიური შეკრებები კანონით არ აკრძალული და მეტწილად იმისთვის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ლიტურგიების ჩატარების უფლება ჰქონოდა.

Amnesty International აღნიშნავს, რომ ბზობასა და აღდგომის ღამეს ლიტურგიაში ათეულობით მორწმუნე იღებდა მონაწილეობას. ამავე დროს კი, სხვა რელიგიური ჯგუფები, ნებაყოფლობით დათანხმდა, რომ თავიანთი სალოცავი ადგილები ხალხისთვის დაეკეტათ.

ანგარიშში საუბარია, შეიხი მირტაგ ასადოვის ამბავზე. ასადოვმა განაცხადა, რომ რამადანის დრო მლოცველებისთვის მეჩეთის კარებს ისიც გააღებს და იმედოვნებდა, რომ ხელისუფლება ამას გაგებით მოეკიდებოდა. აღნიშნული განცხადებიდან ორ დღეში მირტაგ ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

Amnesty International-ის ერთიანი ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მდებარე სახელმწიფოების მიერ გატარებულ ზომებს ეხება. დასკვნაში ღონისძიებები ადამიანის უფლებების ჭრილშია შეფასებული.

რელიგიური ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების მიუხედავად, ორგანიზაცია აცხადებს, რომ 21 მარტს ქვეყანაში ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ზომები აუცილებელი და პროპორციული იყო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდა

19 აპრილს აღდგომის ლიტურგია კომენდანტის საათის დროს ჩატარდა. ექიმების რჩევებისა და მოწოდების მიუხედავად, სასულიერო პირთან ნაწილი მრევლს მოუწოდებდა, რომ ეკლესიებში მისულიყვნენ. მოქალაქეები სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდნენ და ტაძრების დატოვება მხოლოდ დილით შეძლეს.