Deutsche Welle წერს, რომ გერმანიის მინისტრთა კაბინეტი საერთაშორისო ფრენების 14 ივნისამდე აკრძალვაზე შეთანხმდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა მოგზაურები გააფრთხილა, რომ საზაფხულო არდადეგები ისე აღარ დაგეგმონ, როგორც წინა წლებში. მინისტრის თქმით, სამოგზაურო შეზღუდვა ძალაში რჩება, თუმცა მაქსიმუმ 14 ივნისამდე:

"ვერ ვაკონკრეტებთ, როდის იქნება მოგზაურობა შესაძლებელი ზაფხულის განმავლობაში. ეს საკითხი ფრთხილად უნდა გადაიხედოს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან კოორდინაციით".

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, გერმანიაში საერთაშორისო ფრენები 17 მარტს აკრძალა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, გერმანიაში კორონავირუსის 160 059 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 6 314 გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: