ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შრომითმა ინსპექციამ ამ დრომდე 600-მდე კომპანია შეამოწმა და მათი უმეტესობა ნორმებს იცავს. მინისტრმა აღნიშნა, რომ დამატებითი მონიტორინგი მიმდინარეობას და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

"დღემდე შემოწმებულია 600-მდე კომპანია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათი წინასწარი კომუნიკაციის შედეგად ისინი იყვენ იმდენად მზად, რომ კომპანიების 80%-მა დააკმაყოფილა ის მოთხოვნები რაც იყო წარდგენილი", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა და მათი საერთო რაოდენობა 517-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 168, ხოლო გარდაცვლილი 6. კარანტინის რეჟიმში 5 153 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 549.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: