Samsung-ის ბიუჯეტური სმარტფონების A სერია, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია და მომხმარებლებისგან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. დროთა განმავლობაში ამ სერიის მოდელების სპექტრი გაიზარდა და აღნიშნულ მოწყობილობებს ამ მომენტისთვის ნებისმიერი მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილება შეუძლიათ.

2020 წლის მოდელებს შორის კი აღნიშნულ სერიაში Galaxy A51 ნამდვილად თვალსაჩინო გახდა, რომელიც საქართველოში სამ ფერში: თეთრ, ლურჯსა და შავშია წარმოდგენილი.

სმარტფონს აქვს ფლაგმანური დიზაინი, რომელშიც ჩარჩოების ზომა მინიმუმამდეა დაყვანილი. Galaxy A51-ში წარმოდგენილია 6.5-იანი Infinity O-ტიპის Super AMOLED უსაზღვრო ეკრანი (გარჩევადობა 1080 x 2400), რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანი ფოტოებს და ვიდეოს ხარისხიანად და დეტალებში აჩვენებს.

შესანიშნავი ეკრანი, ფილმების და ვიდეოების სანახავად იდეალურია. ახლა, როცა ბევრს თვით-იზოლაციაში უწევს ყოფნა, მომხმარებელს, რომელიც თავს ფილმების ყურებით ირთობს კარგი ეკრანი და კარგი გამოსახულება განსაკუთრებულად სჭირდება.

სმარტფონის სელფი კამერის რგოლი იმდენად მცირე ზომისაა, რომ ეკრანს ერწყმის და ხშირად მას ვერც კი შეამჩნევთ. ამას ისიც ემატება, რომ A51-ის ეკრანი ძალიან ნათელია, რაც ნიშნავს, რომ გამოსახულება მზის პირდაპირ სინათლეზეც კარგად ჩანს. სმარტფონი, მისი კომფორტული ზომის დამსახურებით, ხელში იდეალურად ჯდება.

A51-ის ოპერატიული მეხსიერება 4/6 გიგაბაიტია, ხოლო პროცესორი — 10nm Exynos 9611-ია. სმარტფონის მეხსიერება 64/128 გბ-ია, რომლის გაზრდაც მეხსიერების ბართათით არის შესაძლებელი.

ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მოდელს 4000 მილიამპერიანი აკუმულატორი აქვს, რომელიც ინტენსიურ მოხმარებას დღის განმავლობაში უპრობლემოდ გაუძლებს. ამასთანავე, Galaxy A51-ს სწრაფი დამუხტვის ფუნქციაც აქვს, რისი საშუალებითაც ძალიან მალე იტენება.

სმარტფონის კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელი, მისი 4 მთავარი კამერაა. აქედან ერთი, 48-მეგაპიქსელიანი ლინზა მკვეთრი, ლამაზი ფერის ფოტოების გადაღების შესაძლებლობას იძლევა. 12 მეფაპიქსელიანი ულტრაგანიერი კამერა ფართო ხედების გადაღების საშუალებას გაძლევთ. ერთი 5-მეფაპიქსელიანი კამერა სიღრმის ეფექტს იძლევა, რაც პორტრეტების გადაღებისთვის იდეალურია, ხოლო მეორე 5 მეგაპიქსელიანი კამერა მაკროსენსორით არის აღჭურვილი, რაც ახლო ხედების გადაღების საშუალებას მოგცემთ.

A51 ძალიან ხარისხიან ვიდეოებსაც იღებს. სმარტფონი ვიდეოსტაბილიზაციის ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ყველაზე მეტად მათ გამოადგებათ ვინც ვიდეოებს YouTube-ისთვის ან Tik-Tok-ისთვის იღებს.

Samsung-ის ფლაგმანური დიზაინის და მაღალი დონის ფუნქციონალობის ეს სმარტფონი, ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტური არჩევანია, რომელსაც დახვეწილი კამერა, გამძლე ბატარეა და მეხსიერების გაზრდის ფუნქცია აქვს.

არ დაგავიწყდეთ, სამსუნგის სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, Samsung-ის პარტნიორი კომპანიების ვებგვერდებზე. ოფიციალურ ჰოლოგრამას, ბევრი უპირატესობა აქვს, მაგალითად, ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისცენტრის მოსმსახურება.

გახსოვდეს, ჰოლოგრამა გიცავს!

რაც მთავარია, დარჩი სახლში სამსუნგის Galaxy A51-თან ერთად.