ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მათი ვარაუდი ინფიცირებულების ზრდაზე არ გამართლდება და 9 მაისისთვის ათასობით ახალი პაციენტი არ ეყოლებათ. მინისტრი განმარტავს, რომ ამის თქმის საფუძველს ვირუსის გავრცელების დაბალი კოეფიციენტი აძლევს:

"ვინაიდან დღეს ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია, ეს გვაძლევს საშუალებას, თითქმის მტკიცებით ვთქვათ, რომ 4-დან 5 ათასამდე პაციენტი 9 მაისისთვის არ გვეყოლება. ინფიცირებულთა რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოს. მაშინ ვსაუბრობდით ასეულობით პაციენტის დაინფიცირებაზე დღეში. ამ პროცესს ვმართავთ და ჩვენი მონაცენები დარჩება ათეულების ფარგლებში".

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 511 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 6 გარდაიცავალა. 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 168-მდე გაიზარდა.