შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ Avengers: Endgame-ის გამოსვლიდან ერთი წელი გავიდა: ფილმის პრემიერა 2019 წლის აპრილში შედგა.

ამ თარიღის აღსანიშნავად ფილმის რეჟისორებმა ძმებმა რუსოებმა გადაწყვიტეს, რომ ერთგული გულშემატკივრები გაეხარებინათ და მათი ამ ეპიკური ფილმის გადასაღები მოედნიდან ემოციური და იშვიათი კადრები გაევრცელებინათ.

ესეც რობერტ დაუნის უმცროსის ბოლო დღე გადასაღებ მოედანზე:

მხურვალე ტაშით დაემშვიდობნენ კრის ევანსსაც გადასაღებ მოედანზე კაპიტანი ამერიკის ამპლუაში:

რეჟისორებმა ასევე ინსტაგრამის ლაივის საშუალებით სხვადასხვა აქამდე უცნობი დეტალი გაიხსენეს: მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სცენა, როცა კაპიტანი ამერიკა თორის უროს აღებას შეძლებს.

"თქმა არ უნდა, ამის გამო კრის ევანსი აღფრთოვანებული იყო. მთელი გადამღები გუნდი კომიქსების მოყვარულებითაა დაკომპლექტებული და წარმოიდგინეთ, როგორი აღელვებული იყო ყველა, როცა ამ სცენას ვიღებდით", — გაიხსენეს ძმებმა რუსოებმა.

ესეც ბრი ლარსონის პირველი დღე გადასაღებ მოედანზე კაპიტანი მარველის როლში:

შეგახსენებთ, რომ Avengers: Endgame ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა: მისმა შემოსავლებმა $2.79 მილიარდს მიაღწია.