ფინანასთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით პენსიები ყოველწლიურად მინიმუმ 20-25 ლარით გაიზრდება. აღნიშნული ინიციატივა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებშია გათვალისწინებული.

მისი თქმით, 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით მოხდება. 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის მიხედვით გაიზრდე.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, დაწესებული იქნება ქვედა ზღვარი. 70 წლამდე მოქალაქეებისთვის პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება, ხოლო 70 წელზე ზემოთ პენსიონერების — მინიმუმ 25 ლარით.

"არ თუ არა ეს ცოტა ან ბევრი. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ მოცემულ წელს პრაქტიკულად არასდროს ყოფილა, რომ პენსია 20 ლარზე მეტით გაზრდილიყო. იყო წლები, როდესაც იზრდებოდა 20 ლარით ან საერთოდ არ იზრდებოდა. და იყო იმისდა მიხედვით, რომელი ხელისუფლება და რომელი მთავრობა რას წყვეტდა", — აღნიშნა მაჭავარიანმა.