ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამღვდელოებაში მიზნობრივ ტესტირებას საჭიროების შესაბამისად ატარებენ. ამის შესახებ მან ალგორითმის მიხედვით რისკჯგუფების სავალდებულო ტესტირებაზე საუბრისას განაცხადა.

"თავდაცვის ძალების ტესტირება უკვე დაწყებული არის. სამღვდელოებაში ჩვენ ვატარებთ მიზნობრივ ტესტირებას იმის მიხევით, თუ რა საჭიროება დგას. ჟურნალისტებთან მიმართებაშიც, გარკვეული კლასტერის დაფიქსირების შემთხვევაში იქნება დეტალურად გამოკლვლეული ის ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ კვლევას და ამ კუთხითაც შეფერხებები არ იქნება", — განაცხადა ტიკარაძემ.