ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გაფართოვებული ტესტირების ფარგლებში ჩაერთვებიან მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულთა თავშესაფრები, სათემო პანსიონატები, სადაც არიან შშმ პირები, როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები. ამის შესახებ მან დღეს, 28 აპრილს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიიფნგზე განაცხადა:

"ეს ჯგუფებიც უნდა შევისწავლოთ დეტალურად, რათა არ მოხდეს ამ ინფექციის გავრცელება, რაც ნამდვილად სარისკოა".

მინისტრის თქმით, ისინი უკვე მზად არიან ტესტირება ხვალიდან დაიწყონ, თუმცა განმარტავს, რომ ჯერ დოკუმენტური პროცედურების დასრულებაა საჭირო.