27 აპრილს პენტაგონმა სამი დეკლასიფიცირებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პილოტები მოულოდნელად ამოუცნობ მფრინავ ობიექტს ხვდებიან.

ვიდეოები, რომლებსაც პენტაგონი აუხსნელ საჰაერო მოვლენად აკლასიფიცირებს, აქამდეც გაჟონილა. კადრებთან დაკავშირებით ბევრი ჭორი გავრცელდა და, რა თქმა უნდა, ადამიანების ნაწილი თვლის, რომ ეს ყველაფერი უცხოპლანეტელებთანაა კავშირში.

პენტაგონის თქმით, ვიდეოს გასაჯაროების მიზანს საზოგადოებაში ვიდეოებს რეალურობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი გაუგებრობის აღმოფხვრა წარმოადგენს.

"ღრმა განხილვის შემდეგ დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ამ ვიდეოების გამოქვეყნება არ ამჟღავნებს რაიმე გასაიდუმლოებულ ინფორმაციას ან სამხედრო შესაძლებლობებს და არ უშლის ხელს მომავალში მსგავსი მოვლენების გამოძიებას", — ნათქვამია პენტაგონი ოფიციალურ განცხადებაში.

განაცხადის მიხედვით, ვიდეოები ინტერნეტში 2007 და 2017 წლებში მოხვდა, რის შემდეგაც ისინი საზოგადოებაში დიდი ყურადღებით სარგებლობდნენ. ასევე ნათქვამია, რომ ვიდეოებში ასახული საჰაერო ფენომენები ოფიციალურად "არაიდენტიფიცირებულად" განიხილება.

სამი ვიდეო ასახავს თუ რა დაინახეს პილოტებმა საწრთვნელი ფრენების დროს 2004 და 2015 წლებში. აქედან ორი ვიდეო 2017 წელს New York Times-ში, მესამე კი კერძო სამეცნიერო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნდა.

ვიდეოების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ყოფილმა სენატორმა ჰერი რაიდმა ტვიტში განაცხადა, რომ "ეს არსებული მასალების მხოლოდ მცირე ნაწილია."