ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისინი აღარ არიან პიკის მოლოდინში, რადგან უკვე არსებობს პლატო. ამის შესახებ მინისტრმა იმედის ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ დაანონსებული პიკი არ ყოფილიყო, არაერთი ღონისძიება გატარდა.

"ყოველივე ამან გამოიწვია ერთობლივი შედეგი — ჩვენ აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო. შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინი არის უკვე ამ პლატოზე ინფექციების მართვა, რათა სახელმწიფოს ეკონომიკური ზიანი არ ჰქონდეს", — განაცხადა მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 496 დადასტურებული შემთხვევაა, ინფიცირებულებს შორის გამოჯანმრთელებულია 149 და გარდაცვლილია 6 პირი. კარანტინის რეჟიმში 4 833 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 571 ადამიანია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: