გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი მთავრობებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანთა უფლებები დაიცვან.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა პანდემიასთან ეფექტურად გასამკლავებლად უნდა იყოს გამოყენებული და არა ადამიანთა უფლებების დასარღვევად.

"საგანგებო უფლებამოსილებები მთავრობების იარაღად არ უნდა იქცეს , რომელსაც ისინი განსხვავებული აზრის კონტროლისა და ძალაუფლების მოსახვეჭად გამოიყენებენ. ისინი პანდემიასთან ეფექტურად გასამკლავებლად უნდა იქნას გამოყენებული — არც მეტი და არც ნაკლები", — განაცხადა ადამიანის უფლებათა კომისარმა.