გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის რეზიდენციის წინ საგანმანათლებლო აქცია გამართა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირობებში ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და ახლა სახლში შიმშილობენ, ამიტომ იგი სწორედ ამ ადამიანების "ხმას აღჟერებს".

საგანმანათლებლო აქციის დროს ჯაფარიძეს ხელში ეჭირა მუყაოს ნაჭერი, წარწერით: "6 დღე არ ვჭამ" (სწორი ფორმით: "6 დღეა არ მიჭამია"). მისი განმარტებით, ეს გამოთქმა ფილმ 12 სკამი-დან არის და ისეთივე დამახინჯებული ფრანგულით წერია, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ლაპარაკობს ქართულად.

"ბევრი ადამიანი სახლში ზის და შიმშილობს. ეს ადამიანები ვერ აბიჯებენ საკუთარ თავმოყვარეობას და ვერ გამოდიან, ხელს ვერ იშვერენ და ვერ იწყებენ მათხოვრობას. მე მათი ხმა ვარ ახლა. [...] ჩემი მიზანია, ამ ქვეყნის იმ მოქალაქებს რომლებიც სხედან სახლში კომფორტულად, ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, დახმარებას ან რამეს, გავაგებინო, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს. სამათხოვროდ დავჯექი სპეციალურად აქ, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ. ხშირად ავიწყდებათ, რომ ამ ქალის, რომელიც ამ ქვეყანაში ჩამოვიდა დასასვენებლად, დეკრეტმა მიიყვანა ადამიანები შიმშილის პირამდე. ერთხელ ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ეს ქალიც პასუხისმგებელია", — ამბობს ჯაფარიძე.