დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

მათ შორის:

  • 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 68 მოქალაქე დააჯარიმეს;
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა;
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 23 პირი დააჯარიმეს;
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 23 მოქალაქე დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა 3 000 ლარია, იურიდიული პირების შემთხვევაში კი — 15 ათასი ლარი. ამასთან, განმეორების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის, პატიმრობა 3 წლამდე ვადით.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 496 ადამიანი, მათგან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 932 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 568.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: