სამხრეთ კორეაში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

"ჩვენი მთავრობის პოზიცია მყარია", — განუცხადა CNN-ს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მუნ ჩენგ ინმა.

"კიმ ჩენ ინი ცოცხალია და კარგად გრძნობს თავს. 13 აპრილის შემდეგ ვინსანის რეგიონშია. ჯერჯერობით რაიმე საეჭვო გადაადგილება დაფიქსირებული არ იყო", — განაცხადა მან.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან 15 აპრილს ბაბუამისის დაბადების დღის ღონისძიება გამოტოვა. სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გულის ოპერაციის შემდეგ კრიტიკულად იყო. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ კორეაში უარყვეს. ბოლო ორი დღე კი სხვადასხვა გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა.