ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლა მოიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

ახალი ზელანდიის მთავრობის ცნობით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა აქვთ.

მათივე ინფორმაციით, სამშაბათიდან ქვეყანაში 4 კვირის წინ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებენ.

ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 469 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გარდაცვლილია 19 და გამოჯანმრთელებულია 1 180.