პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ციხის კადრების ნაწილი რეალური იყო, ნაწილი კი დადგმული. მისი თქმით, ეს მათ არ ამართლებს, თუმცა მოსახლეობისთვის რეალური კადრების შემდეგ დადგმულიც დამაჯერებელი გამოჩნდა.

"ერთი ნაწილი, რომელიც არის საკნებში, რა თქმა უნდა იყო დადგმული და მგონი, ცნობილია, ვინც დადგა, გვარები არ მახსოვს. მეორე ნაწილი, რომელსაც ერქვა დაშლა [კარანტინის დაშლა] ის არ იყო დადგმული. მაგრამ ერთმა არადადგმულმა კადრებმა დამაჯერებლობა შესძინა იმას", — განაცხადა მან.

კითხვაზე, რა იფიქრა, მან როდესაც ციხის კადრები ნახა, მერაბიშვილი პასუხობს:

"ვიფიქრეთ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა. პრობლემა არა ელექტორალური თვალსაზრისით, არამედ პრობლემა, რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა პრობლემა".