ყოფილი პრემიერ და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედში სპეცრაზმის შეჭრა მაშინდელი ხელისუფლებისთვის არა შეცდომა, არამედ პრობლემა იყო. მანვე აღნიშნა, რომ ჯობდა ეს არ მომხდარიყო.

"იმის გამო გადადგა [ექსპრეზიდენტი], რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო. მთავარი არის იმედში შესვლა. მთავარი მონაპოვარი, რაც არის თავისუფალი მედია დემოკრატიულ მედიაში, ამას უნდა ძალიან მოფრთხილება. პრეცენდენტი ტელევიზიაში შესვლის იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისათვის. მე კი არ ვიძახი, რომ შეცდომა იყო, პრობლემა იყო. [...]

სამწუხაროდ მოხდა, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დარტყმის ქვეშ დააყენა იმედი და ჩვენც იძულებული გავხდით მაშინ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა", — განაცხადა მან.

7 ნოემბრის საქმე

7 ნოემბერს, დაახლოებით 8 საათისთვის, სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშლა დაიწყეს, რაც, საბოლოოდ, მომიტინგეების დარბევაში გადაიზარდა. სამართალმდაცავები გაქცეულ დემონსტრანტებს მისდევდნენ, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ და ხელკეტებით სცემდნენ.

საღამოს სპეცრაზმმა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან პატარკაციშვილის ტელევიზიაში, იმედში გადაინაცვლა, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ "სადამსჯელო ოპერაცია" განხორციელდა. იმედმა მაუწყებლობა შეწყვიტა.