ყოფილი პრემიერ და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ უკეთესი იქნებოდა, 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედში სპეცრაზმი რომ არ შესულიყო. მერაბიშვილი ამბობს იმასაც, რომ ეს არა შეცდომა, არამედ პრობლემა იყო მაშინდელი ხელისუფლებისთვის. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"კარგი იქნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო და ამის გარეშე მომხდარიყო ლოკალიზება. ძალიან მიჭირს და ახლა ადვილია ჩემთვის, რომ საჭირო არ იყო და რაღაც. [...]", — განაცხადა მან.

მისი თქმით, 7 ნოემბერს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავრობა გადადგა.

"იმის გამო გადადგა, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდ გამოსულიყო. მთავარი არის იმედში შესვლა. მთავარი მონაპოვარი, რაც არის თავისუფალი მედია დემოკრატიულ მედიაში, ამას უნდა ძალიან მოფრთხილება. პრეცენდენტი ტელევიზიაში შესვლის იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისათვის. მე კი არ ვიძახი, რომ შეცდომა იყო, პრობლემა იყო", — განაცხადა მან.

7 ნოემბრის საქმე

7 ნოემბერს, დაახლოებით 8 საათისთვის, სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშლა დაიწყეს, რაც, საბოლოოდ, მომიტინგეების დარბევაში გადაიზარდა. სამართალმდაცავები გაქცეულ დემონსტრანტებს მისდევდნენ, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ და ხელკეტებით სცემდნენ.

საღამოს სპეცრაზმმა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან პატარკაციშვილის ტელევიზიაში, იმედში გადაინაცვლა, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ "სადამსჯელო ოპერაცია" განხორციელდა. იმედმა მაუწყებლობა შეწყვიტა.