26 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 2 982 590;
  • გარდაცვლილი — 206 325;
  • გამოჯანმრთელებული — 875 299.

მდგომარეობა საქართველოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 485;
  • გამოჯანმრთელებული — 149;
  • გარდაცვლილი — 6;
  • კარანტინის რეჟიმში — 4 833;
  • სტაციონარში — 571;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.

დღის ფაქტი: მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის თითქმის მესამედი აშშ-ში დაფიქსირდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამ მილიონს უახლოვდება და მათ შორის თითქმის მილიონი, 975 798 აშშ-შია დაფიქსირებული. აშშ პირველი ქვეყანაა გარდაცვლილთა რაოდენობითაც.

დღის ფოტო: ავღანელი კაცი დგას ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი პროდუქტების საწყობში

ფოტო: Mohammad Ismail / Reuters

დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში

იტალიასა და დიდ ბრიტანეთში მარტის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

The Guardian-ის ინფორმაციით, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში მარტის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

იტალიაში 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გუშინ, შაბათს დაფიქსირდა — 155. დღეს კი გარდაიცვალა 260 ადამიანი, რაც წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით, ასევე, დაბალია.

დიდ ბრიტანეთში კი მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როცა ბოლო 24 საათის განმავლობაში 413 ადამიანი გარდაიცვალა.

რა ხდება მსოფლიოში

ფოტო: Jeremy Lock / Reuters

ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ს შემდეგ პირველ ხუთეულში არიან: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია. გარდაცვლილთა მაჩვენებლით კი აშშ-ს შემდეგ პირველ ხუთეულში არიან: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნებში გარდაცვლილთა რაოდენობა 20 ათასზე მეტია.

ამის პარალელურად სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს და შეზღუდვები შესუსტებას მოითხოვს. ქვეყნების ნაწილში კი შეზღუდვები უკვე შეასუსტეს.

ისრაელში შეზღუდვები მოიხსნა და სალონები გაიხსნა

ისრაელში შეზღუდვები მოიხსნა და სალონები გაიხსნა

ფოტო: AFP via Getty Images

6-კვირიანი შეზღუდვის შემდეგ, მადრიდში ბავშვებს გარეთ სეირნობის უფლება მიეცათ

6-კვირიანი შეზღუდვის შემდეგ, მადრიდში ბავშვებს გარეთ სეირნობის უფლება მიეცათ

ფოტო: AFP via Getty Images

დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში

ახლა ჩვენ პიკში ვართ — პაატა იმნაძე

ფოტო: საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკი, რომელზეც ისინი საუბრობდნენ ახლა გვაქვს. ბრიფინგზე მან ირონიულად ბოდიში მოუხადა ყველას "ვისაც იმედი გაუცრუა" და პიკის დროს შემთხვევათა მატება არა ათასეულობით, არამედ ათეულობითაა.

"საკმაო ხანია ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო და მაისის დასაწყისი ყველა გათვლებით უნდა ყოფილიყო ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, თუ ვინმეს იმედი გავუცრუეთ და პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა.

კი, ახლა ჩვენ წესით პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ჩემმა კოლეგამ კარგად თქვა, ჯომოლუნგმა არ იყოს და იყოს პატარა გორაკი", — განაცხადა მან.

რა ხდება საქართველოში

დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 29 პირს დაუდგინდა და ინფიცირების შემთხვევები 485-მდე გაიზარდა. ამავდროულად, კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 149-მდე გაიზარდა.

დღეს საქართველოს კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში, კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალურ ცენტრში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. მიზეზად უწებათაშორისი საბჭო გაზრდილ ეპიდემიოლოგიურ რისკებს ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრიწყაროში ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მათი უმეტესობა მედპერსონალია.

სხვა მნიშვნელოვანი ამბები:

დღის რჩევა: როგორ ავუხსნათ ბავშვებს ყველაფერი კორონავირუსის შესახებ

ფოტო: Eniola Odetunde/Axios

კორონავირუსით გამოწვეული რეალობა არც ზრდასრულებისთვისაა მარტივი, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ამ საკითხზე ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ, რათა დეზინფორმაციით არასწორი წარმოდგენები არ შეექმნათ და დაუდევრობით საკუთარი ან სხვების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან.

ამის ასაცილებლად ბრიტანულმა გამომცემლობამ სპეციალური წიგნი მოამზადა, რომელიც ასაკის შესაბამისად ნებისმიერ არასრულწლოვანს ყველა შესაძლო კითხვაზე სანდო ინფორმაციას გასაგები და მარტივი ენით აწვდის. ეს რეკომენდაციები ქართულადაც ითარგმნა და დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები

ნახეთ წინა შეჯამებები: