დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარს ამბობს, განმარტოს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადება. ეზუგბაიამ გუშინ, 25 აპრილს აღნიშნა, რომ შემთხვევების მატება მასობრივი ტესტირების შედეგი იყო.

"მინდა დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა ქალბატონი მარინა ეზუგბაიასადმი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი-ინფექციონისტი ქვეყანაში და არის წინა ხაზზე კოვიდთან ბრძოლი. ნუ, კარგ მთქმელს, კარგი გამგები უნდა და აქედან გამომდინარე, მე მარინას გამონათქვამების კომენტირებას არ ვაპირებ", — განაცხადა მან.

გუშინ, 25 აპრილს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25 ახალი შემთხვევა ფართო მასშტაბით აგრესიული კვლევის შედეგია. მისი თქმით, იმედოვნებენ, რომ მომავალ დღეებში აგრესიული კვლევის გარეშე ასეთი მაჩვენებლები აღარ იქნება.

ეზუგბაიას განცხადებას, საზოგაოდების, ექიმების ნაწილისა და პოლიტიკოსების კრიტიკა მოყვა. მათი განცხადებით, ამან მასობრივი ტესტირების აუცილებლობა წარმოაჩინა. თუმცა, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ტესტირების საკითხს ამ თემაზე მომუშავე ჯგუფი გადაწყვეტს.

დღეს, 26 აპრილს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 29 პირს დაუდგინდა და ინფიცირების შემთხვევები 485-მდე გაიზარდა. გუშინ ინფიცირების 456 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მონაცემები Stopcov.ge-ზე ახლახანს განახლდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 488 ადამიანი, მათგან 136 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 522.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: