ძალიან დიდი ბოდიში, ვისაც იმედი გავუცრუე და არ არის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია, ჯერჯერობით — იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
"კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, ვისაც იმედი გავუცრუე და არ არის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია, ჯერჯერობით", — ასე პასუხობს NCDC-ის დირექტორის მოდაგილე პაატა იმნაძე კრიტიკას. ეს მან ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მასობრივი ტესტების აუცილებლობაზე დასმულ კითხვებს პასუხობდა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მათ ბოდიში მოიხადონ. რაც შეეხება მასობრივ ტესტირებას, მისი თქმით, ამ საკითხს გადაწყეტს გუნდი, რომელიც ამ თემაზე მუშაობს.
"ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვიტავს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას. ჯერჯერობით, მე მგონი, საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღპული არ არის. საბოდიშო არ უნდა იყოს, მე მგონი, რომ ათასობით ადამიანი და ათიათასობით ავად არ არის; ის, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის.
თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით, რა თქმა უნდა; მაგრამ არამგონია, რომ რასაც ამ ეტაპამდე მივაღწიეთ, მივაღწიეთ აი, იმ დაგეგმილი სტრატეგიით", — განაცხადა მან.
გუშინ, 25 აპრილს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25 ახალი შემთხვევა ფართო მასშტაბით აგრესიული კვლევის შედეგია. მისი თქმით, იმედოვნებენ, რომ მომავალ დღეებში აგრესიული კვლევის გარეშე ასეთი მაჩვენებლები აღარ იქნება.
ეზუგბაიას განცხადებას, საზოგაოდების, ექიმების ნაწილისა და პოლიტიკოსების კრიტიკა მოყვა. მათი განცხადებით, ამან მასობრივი ტესტირების აუცილებლობა წარმოაჩინა. თუმცა, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ტესტირების საკითხს ამ თემაზე მომუშავე ჯგუფი გადაწყვეტს.
დღეს, 26 აპრილს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 29 პირს დაუდგინდა და ინფიცირების შემთხვევები 485-მდე გაიზარდა. გუშინ ინფიცირების 456 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მონაცემები Stopcov.ge-ზე ახლახანს განახლდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 488 ადამიანი, მათგან 136 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 522.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები