25 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 2 886 408;
  • გარდაცვლილი — 202 270;
  • გამოჯანმრთელებული — 813 938;

მდგომარეობა საქართველოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 456;
  • გამოჯანმრთელებული — 139;
  • გარდაცვლილი — 5;
  • კარანტინის რეჟიმში — 4 904;
  • სტაციონარში — 579;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.

დღის ფაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა

ფოტო: Getty Images

BBC წერს, რომ მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ვირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ამერიკა, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი.

დღის ფოტო

ფოტო: Reauters

სემი ბურგესი სალონში ელოდება მეუღლეს, რომელიც ფრჩხილებზე ლაქს ისვამს. ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც ამერიკის რამდენიმე შტატში, მათ შორის ჯორჯიაშიც სალონები, რესტორნები და ზოგიერთი ბიზნესი ეტაპობრივად გაიხსნა.

დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონი სამსახურში ორშაბათს დაბრუნდება

ფოტო: Wall Street Journal

ბრიტანეთის პრემიერ, რომელმაც კორონავირუსზე მკურნალობა გაიარა სამსახურში ორშაბათს დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN დაუნინგ სტრიტის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა საავადმყოფო 12 აპრილს დატოვა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 დღე-ღამის განმავლობაში იყო. ადმინისტრაციის ცნობით, ჯონსონი მკურნალობას რეზიდენციაში აგრძელებდა. პრემიერი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს.

საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში კორონავირუსთან ბრძოლის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკი რააბი ხელმძღვანელობდა.

რა ხდება მსოფლიოში

ფოტო: ctvnews.ca

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გამოჯანმრთელებული კორონავირუსით ხელახლა არ ინფიცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანების სისხლში, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს ანტისხეულებია, დაზუსტებული არაა, არის თუ არა ეს სრული იმუნიტეტი. ექიმები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა არ უნდა შეწყვიტონ სოციალური დისტანციისა და სხვა რეკომენდაციების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

  • იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები და გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება;
  • თურქეთში, 3 აპრილის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ახალი შემთხვევების 3 000-ზე ნაკლები რაოდენობა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 861 შემთხვევა დადასტურდა და მათი საერთო რაოდენობა 107 773 გახდა.
  • კორონავირუსით გარდაცვლილთა კლების ტენდენცია შეინიშნება ესპანეთში. აქ შაბათს 378 ახალი გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა, რაც ცოტათი მეტია პარასკევის შედეგზე, რომელიც 367 იყო;
  • რაც შეეხება ამერიკას, აქ კორონავირუსი ისევ სწრაფად ვრცელდება. ქვეყანაში 933 050 დადასტურებული შემთხვევაა და მინიმუმ 53 391 გარდაცვლილია;
  • საფრანგეთის პრემიერი, სამშაბათს მთავრობას კორონავირუსის გამო მიღებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმას წარუდგენს. საფრანგეთმა 17 მარტს დაწესებული სპეციალური ზომები 11 მაისამდე გაახანგრძლივა;
  • იტალიაში კორონავირუსით მინიმუმ 150 ექიმი გარდაიცვალა.

დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში

უკრაინაში სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საფუძველი გახდეს

უკრაინაში ვიცე-პრემიერობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია წარდგენილი. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ ფაქტს კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უკრაინელ კოლეგას წერილით მიმართა, ყოფილმა თავმჯდომარემ კი ამ ყველაფერს ხელისუფლებებს შორის მეგობრობის ტესტი უწოდა.

მმართველი გუნდის სხვა დეპუტატებმაც აღნიშნეს, რომ პირადი კომუნიკაცია ჰქონდათ რადას წევრებთან. ისინი ამბობენ, რომ უკრაინას სააკაშვილის მნიშვნელობას ახსენებენ და მეგობრულ რჩევას აძლევენ, რომ "სწორი" გადაწყვეტილება მიიღონ. ოპოზიცია კი თვლის, რომ ხელისუფლების ეს განცხადებები ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.

რა ხდება საქართველოში

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

დღეს კრიტიკა მოჰყვა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას. ეზუგბაიამ თქვა, რომ ბოლო 24 საათში 25 ახალი შემთხვევა აგრესიული ტესტირებისა და ბოლნისის კონტაქტების კვლევის შედეგია. მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში კვლევა ამ ფორმით არ გაგრძელდება და შედეგიც ასეთი აღარ იქნება.

ეს განცხადება ოპოზიციისთვის გახდა იმის თქმის საფუძველი, რომ ხელისუფლება ინფიცირებულთა რაოდენობას მალავს, რადგან ქვეყანაში საკმარისი ტესტი არ კეთდება. იმავე კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კი ივარაუდა, რომ ექიმს ამით სურდა ეთქვა, რომ საქართველო ეპიდემიის დამარცხებას შეძლებს.

გაიგეთ მეტი:

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

25 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 7-ით გაიზარდა. დღეს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ექიმები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიკრიბნენ. მათი თქმით, იმსჯელეს კორონავირუსთან ბრძოლის არსებულ გამოცდილებაზე, შედეგებზე და სტრატეგიებზე.

საინტერესო ინფორმაცია

ფოტო: Simon Pierre Barrette, José Grau de Puerto Montt, and Mats Wedin/Swedish Museum of Natural History

40 მილიონი წლის წინ ანტარქტიკა ბაყაყების სახეობების სახლს წარმოადგენდა

ნამარხის მიხედვით, რომელიც სამხრეთ ამერიკასთან ახლოს მდებარე სეიმურის კუნძულზე იპოვეს დგინდება, რომ 40 მილიონი წლის წინ ანტარქტიდაზე ბაყაყების სახეობები ცხოვრობდნენ.

ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ რეგიონი ოდესღაც ბევრად თბილი ტემპერატურით გამოირჩეოდა. ნამარხზე აღმოჩენილი ბაყაყი ძალიან პატარა, 4-5 სანტიმეტრი სიგრძის იყო, თუმცა კვლევის მიხედვით, იგი გარეგნობით დღეს არსებულ ხუთ სახეობას ძალიან ჰგავს.

გაიგეთ მეტი: ანტარქტიდაზე ერთ დროს ბაყაყები დახტოდნენ — 40 მლნ წლის ნამარხი

ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები

ნახეთ წინა შეჯამებები: