WHO: არ არსებობს მტკიცებულება, რომ COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ხელახლა არ დაავადდება
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები შესაძლოა ვირუსით ხელახლა დაინფიცირდნენ. განცხადებას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
WHO-ს მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერა, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულებები, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულები ხელახლა არ დაინფიცირდებიან. მათი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ სისხლში არსებული ანტისხეულები, განმეორებით ინფიცირებისგან სრულად იცავენ.
ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ განცხადებით იმ სახელმწიფოების საყურადღებოდაც აკეთებს, რომლებმაც თქვეს, რომ გამოჯანმრთელებულ ადამიანებს "იმუნიტეტის პასპორტს" და "რისკისგან თავისუფალ სერტიფიკატის" მისცემენ. ეს დოკუმენტი იმის დამადასტურებელი იქნება, რომ მფლობელს შეუძლია ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელოს.
ამერიკის ინფექციური დაავადებების ასოციაციის (IDSA) სპიკერმა, მერი ჰაიდენმა პარასკევს ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ იციან ანტისხეულები რა დონის დაცვას უზრუნველყოფს, ეს შეიძლება იყოს სრულყოფილი ან ნაწილობრივი. ექიმმა აღნიშნა, რომ ანტისხეულების რეაქციები დროთა განმავლობაში მცირდება.
"ჩვენ არ ვიცით, არიან თუ არა პაციენტები, რომლებსაც აქვთ ეს ანტისხეულები, Covid-19–ით ხელახლა დაინფიცირების რისკის ქვეშ. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი შესაძლოა განმეორების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ", — თქვა მერი ჰაიდენმა.
ექიმმა საზოგადოებას ურჩია, რომ იმ ადამიანებმაც, ვინც ვირუსი გადაიტანეს და სისხლში ანტისხეულები აქვთ, გააგრძელონ სოციალური დისტანცირებისა და სხვა რეკომენდაციების დაცვა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით 2 865 938 ადამიანი დაინფიცირდა, 200 698 გარდაიცვალა, ხოლო 810 327 გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები