შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 65 მოქალაქე დააჯარიმეს, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 20 პირი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.