საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups-ზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორმა — 500 Startups-მა აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. დღეიდან 25 მაისამდე დაინტერესებულ სტარტაპებს აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი და გახდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქსელერაციის პროგრამის ნაწილი. ამისთვის კი საჭიროა მათ გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://ecosystems.500.co/500georgia
აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა სტარტაპებს მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშაონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ამასთან, მოიძიონ ფინანსური რესურსი, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე სტარტაპებისთვის სექტორული უპირატესობა არ არსებობს. თუმცა, კომპანიებმა უნდა წარადგინონ ტექნოლოგიური ან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ინოვაციური გადაწყვეტები. აქსელერაციის პროცესი დაყოფილია ორ ნაწილად.
პროგრამა წარმოადგენს ინტენსიური და დისტანციური ტრენინგის კომბინაციას, რომელიც 10 თვის განმავლობაში ხორციელდება. 2020 წლისთვის დაგეგმილია 2 ნაკადი. ერთი გაზაფხულზე, მეორე კი შემოდგომაზე.
"მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით ასეთი გლობალური პროექტი ხორციელდება დღეიდან უკვე სტარტაპებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღონ აქსელერაციის პროგრამაში. ეს სტარტაპებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან. ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. გვჯერა, რომ 500 Startups-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეობის მსურველებს, ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
500 Startups-ი საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შემოვიდა. სამმხრივი შეთანხმება მხარეებს შორის 2020 წლის 20 თებერვალს გაფორმდა. 500 Startups ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე დამფინანსებელი აქსელერატორია. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას, მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას. 500 სტარტაპმა მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტირება მოახდინა 17 სტარტაპ კომპანიაში. მათ შორის არიან Credit Karma, Twilio, Canva, Grab, Gitlab, VTS, Bukalapak, The RealReal, Talkdesk, Knotel და Udemy.
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
კომენტარები