იტალიაში კორონავირუსით მინიმუმ 150 ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN იტალიის ექიმთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 10%-ს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შეადგენენ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, იტალიაში კორონავირუსის 192 994 შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილია 25 969 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 60 498.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: