როგორ ავუხსნათ ბავშვებს ყველაფერი კორონავირუსის შესახებ
მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად კორონავირუსი, იგივე COVID-19 საქართველოშიც გავრცელდა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. ზრდასრული მოქალაქეების მსგავსად, ბავშვებსაც არაერთი კითხვა აქვთ ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე, რის გამოც მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ინფორმირებულობა სხვა ნებისმიერის მსგავსად მოზარდებისთვის იმიტომაცაა საჭირო და აუცილებელი, რომ დეზინფორმაციის გამო არასწორი წარმოდგენები არ შეექმნათ და დაუდევრობით საკუთარი ან სხვების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან.
ამის ასაცილებლად ბრიტანულმა გამომცემლობა Nosy Crow-მ სპეციალური წიგნი მოამზადა, რომელიც ასაკის შესაბამისად ნებისმიერ არასრულწლოვანს ყველა შესაძლო კითხვაზე სანდო ინფორმაციას გასაგები და მარტივი ენით აწვდის.
ცოტა ხნის წინ ეს წიგნი სულაკაურის გამომცემლობამ ქართულადაც თარგმნა და ის სრულიად უფასოდ გაავრცელა. ამ სტატიაში სწორედ წიგნიდან რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ, რაც დაგეხმარებათ ბავშვებს ინფორმაცია სათანადოდ მიაწოდოთ.
პირველ რიგში, ბევრი ზრდასრულის მსგავსად, რა თქმა უნდა, ბავშვებსაც აინტერესებთ, რა არის კორონავირუსი. ამის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა არის ზოგადად ვირუსი: პატარა ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ჩვენს გარემოში არსებობს. ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ ვირუსების ნაწილი საშიში სულაც არ არის, თუმცა ზოგიერთი მათგანი ადამიანის სხეულში თუ მოხვდება, შესაძლოა, ორგანიზმი დაავადდეს. ამის თავიდან ასარიდებლად კი საჭიროა, რომ ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად დავიცვათ.
კორონავირუსიც ერთ-ერთი ასეთი შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმია, რომლის სხვადასხვა სახეობაც არსებობს. მათგან უმეტესობა ადამიანისთვის დიდი ზიანის მომტანი არ არის, თუმცა მეცნიერებმა სრულიად ახალი კორონავირუსი — COVID-19 აღმოაჩინეს, რომელიც, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამჟამად ყველა სწორედ ამ ვირუსით გამოწვეულ დაავადებაზე საუბრობს.
ბავშვებმა ასევე უნდა იცოდნენ, თუ როგორ ვრცელდება კორონავირუსი: ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი მრავლდება, შემდეგ კი ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ის პირიდან პაწაწიწა წვეთებთან ერთად გარეთ ვრცელდება. ასეთ დროს, შესაძლოა, სხვა ახლოს მყოფი ადამიანი მაშინვე დაავადდეს, ამიტომაც არის რეკომენდირებული, რომ დისტანცია დავიცვათ, ერთმანეთს არ ჩავეხუტოთ და ხელი არ ჩამოვართვათ.
ამასთანავე ორგანიზმიდან გარეთ გავრცელებული ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ ადგილებში, რომლებსაც ადამიანები ხშირად ეხებიან: იქნება ეს კარის სახელური თუ ქაღალდის ფული. მათზე შეხების შემდეგ, შესაძლოა, ვირუსი ხელზე გადმოვიდეს, რომელსაც პირდაპირ თუ ცხვირთან ან პირთან მივიტანთ, ჩვენც ვირუსი შეგვეყრება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ ხელები ხშირად დავიბანოთ.
კორავირუსს კიდევ ერთი რამ ახასიათებს: ის ძალიან სწრაფად და ხშირ შემთხვევაში შეუმჩნევლად ვრცელდება, რის გამოც ხალხმრავალ ადგილებს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. სწორედ ამის გამოა სკოლები, ბაღები თუ სამსახურების ნაწილი დროებით დაკეტილი.
მართალია, კორონავირუსი ყველასთვის დიდ საფრთხეს სულაც არ წარმოადგენს — მეტიც, მას უმეტესი ჩვენგანი მარტივადაც კი გადაიტანს, მაგრამ ზრდასრულების მსგავსად ბავშვებსაც უნდა ესმოდეთ, რომ არიან ადამიანები, რომელთა ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაც გაუჭირდება. ასეთები ხშირად სხვადასხვა დაავადების მქონე ან მოხუცი ადამიანები არიან, ამიტომაც, მათ უსაფრთხოებას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ.
პატარებს ასევე გარკვევით უნდა ავუხსნათ, რომ ეს ინფორმაცია სულაც არ არის ტრაგიკული და არ უნდა დაითრგუნონ: თუ ჩვენ უსაფრთხოების ნორმებს დავიცავთ და ყველა რჩევას გავითვალისწინებთ, მაშინ მეცნიერები შეძლებენ დროულად დაეხმარონ დაავადებულებს გამოჯანმრთელებაში. რადგანაც კორონავირუსი ახალი დაავადებაა, სამწუხაროდ, მისი წამალი ჯერ არ გვაქვს, თუმცა მეცნიერები ცდილობენ შექმნან როგორც სამკურნალო წამალი, ისე ვაქცინა.
ვაქცინა სპეციალური წამალია, რომელიც ყველას დაგვიცავს დაავადებისგან. სხვადასხვა დაავადების ვაქცინა ყველა ბავშვს აქამდეც ექნება უკვე გაკეთებული, მაგალითად წითელას საწინააღდეგოდ — ნემსის აცრით. მეცნიერებს ახლაც გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ კორონავირუსის ვაქცინა შექმნან.
სანამ ეს მოხდება, ბავშვებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ? პირველ რიგში აუხსენით, რომ სახლში ყოფნით ისინი უკვე ბევრს ეხმარებიან. ასევე აქტიურად უნდა გააგრძელონ მეცადინეობა და სხვადასხვა თავშესაქცევის მოფიქრება. თუ ეგ არ ჰყოფნით, მაშინ შეუძლიათ უფროსებს საქმე შეუმსუბუქონ: საშინაო საქმეებში შეძლებისდაგვარად დაეხმარონ და სახლიდან მომუშავე მშობლებს კარგი ყოფა-ქცევით მუშაობაში ხელი შეუწყონ.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ წიგნის შინაარსისა, რომელიც შეგიძლიათ წაუკითხოთ პატარებს და ერთად განიხილოთ ან მათ შესთავაზოთ დამოუკიდებლად გაცნობა: ფერადი და სახალისო ილუსტრაციების დახმარებით ეს სასიამოვნო თავშესაქცევი იქნება მათთვის.
წიგნის უფასოდ წაკითხვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.
სწორედ ამ სიახლეზე ისაუბრა მთავარი არხის შუადღეში მწერალმა ნენე კვინიკაძემ.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები