Avon მსოფლიოში პირდაპირი გაყიდვების კომპანიების სამეულშია, 4,76$ მილიარდი შემოსავლით
Avon 4,76 მილიარდი დოლარის შემოსავლით მსოფლიოში პირდაპირი გაყიდვების კომპანიების სამეულშია. DSN (Direct Selling News) Global 100-ის 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში უკვე კარგად ცნობილ და პოპულარულ ბრენდ Avon-თან ერთად სამეულში შედიან Amway და Herbalife Nutrition-ი.
DSN (Direct Selling News) Global-ის რეიტინგი სათავეს 2010 წლიდან იღებს. მას შემდეგ ორგანიზაცია ყოველწლიურად ადგენს მსოფლიოში არსებული პირდაპირი გაყიდვების გზით ოპერირებადი კომპანიების 100-ეულს. საბოლოოდ კი რეიტინგი კომპანიების ყოველწლიური ჯამური შემოსავლების მიხედვით დგება.
"აღნიშნულ რეიტინგში მოხვედრა პირდაპირი გაყიდვის ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, პრესტიჟული, რადგან ეს კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას უსვამს ხაზს.
ეს რეიტინგი რეალურად გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გავიგოთ, რა გლობალური გავლენა აქვს პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიას მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე და ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები რა როლს თამაშობენ იმ ადამიანების სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომლებთანაც თანამშრომლობენ მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ბაზარზე. ეს არის, ასე ვთქვათ, კვლევებზე, ძალიან სანდო და გამჭვირვალე წყაროებზე დაყრდნობით შედგენილი რეიტინგი, რომელიც არა მხოლოდ ინდუსტრიის წევრებისთვის, არამედ ეკონომიკის მკვლევარებისთვისა და ინვესტორებისთვის უზრუნველყოფს ძალიან საჭირო ინფორმაციას", — აცხადებენ Avon საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Avon მოხვდა მსოფლიო მასშტაბით პირდაპირი გაყიდვების ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიების სამეულში $4,76 მლრდ შემოსავლით 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. სამეულში შედიან Amway 8,4 მლრდ დოლარის შემოსავლით და Herbalife Nutrition 14,9 მლრდ დოლარით.
რაც შეეხება საქართველოს, Avon ქართულ ბაზარზე 2010 წელს შემოვიდა და დღეის მონაცემებით 20 000-მდე ქართველი ქალის ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს, რადგანაც მუდმივად სთავაზობს მათ სწავლის, განვითარებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის ქალების ყველაზე დიდი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია იკავებს ბრენდ #1 და კომპანია #3 პოზიციას გამოკითხვების მიხედვით.
Avon-ის ისტორია 1886 წლიდან იწყება, როდესაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ გამოუშვა გაყიდვაში პირველი პროდუქტი — პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set. დღეისათვის AVON არის მსოფლიოს ერთერთი გიგანტური ბრაზილიური კორპორაციის Natura & Co-ს წევრი, რომელსაც სულ რამდენიმე თვის წინ შეუერთდა. მერჯინგის შედეგად, უმსხვილეს ჰოლდინგში Natura & Co ახლა უკვე 4 დამოუკიდებელი ბრენდია: Avon, The body Shop, Aesop და თავად Natura. შესაბამისად, კოსმეტიკურ ბაზარზე, ის სიდიდით მეოთხე კომპანია გახდა. Avon 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მისი მომხმარებლების რაოდენობა 200 მილიონზე მეტია და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად იზრდება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები