პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება. ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას პრემიერმა თქვა, რომ ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა მოხდება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის შემდეგ. სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში კი შესაძლებელია, გაუქმებული შეზღუდვა ისევ ამოქმედდეს.

პირველი ეტაპი — 27 აპრილიდან

  • მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება;
  • ტაქსების ოპერირება;
  • ონლაინ ვაჭრობა სრულად;
  • მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე;
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობ

მეორე ეტაპი — 10 მაისიდან

  • მშენებლობა;
  • სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • სამშენებლო მასალების წარმოება;
  • ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები;
  • კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
  • სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპი — 24 მაისიდან

  • საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან;
  • ყველა ტიპის ღია ბაზრობა;
  • ყველა ტიპის წარმოება;
  • საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი — 7 ივნისიდან

  • სავაჭრო მოლები;
  • ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით);
  • ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;
  • სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.

მეხუთე ეტაპი — 21 ივნისიდან

  • დახურული ტიპის ბაზრები;
  • ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით.)

მეექვსე ეტაპი — 5 ივლისიდან

  • გასართობი, სპორტულ გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;
  • აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;
  • სასტუმროები;
  • საგანმანათლებლო საქმიანობა;
  • ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.