უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში პარლამენტიც ჩართული იყო. მისი თქმით, ამ გეგმამ ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და განვითარება უნდა უზრუნველყოს.

"პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში და იღებს მონაწილეობას და მონაწილეობდა ამ გეგმის შემუშავების პროცესში. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქართული ოცნების გუნდმა შეიმუშაოს ისეთი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას, ბიზნესსექტორის მხარდაჭერას", — განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას აპირებს. ოპოზიცია ითხოვს, რომ აღნიშნული გეგმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში წარადგინოს და მისი განხილვა მოეწყოს.