ზუგდიდში, გუშინ, 23 აპრილს, გვიან ღამით ერთი პირი დაჭერეს. მთავარ არხთან საუბრისას მოქალაქეები ამბობენ, რომ შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე 1990 წელს დაბადებული პირი დააკავა. დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,1996 წელს დაბადებულ ზ.ძ.-ს ბასრი საგნით კისრისა და მკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა", — წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.