ფერმერები ითხოვენ, რომ საგანგებო რეჟიმის დროს დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს
ფერმერები ითხოვენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვები შერბილდეს, რათა მათ აგრო-სასურსათო პროდუქციის წარმოება შეძლონ. ფერმერების ერთიანი წერილი პრემიერმინისტრს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარესა და ბიზნესომბუდსმენს გაეგზავნა.
წერილში ფერმერები ითხოვენ, რომ ავტომანქანებით გადაადგილების დრო რამდენიმე საათით გახანგრძლივდეს. ამასთან, მათთვის სპეციალური ცხელი ხაზი შეიქმნას, რომელიც გადაადგილებისთვის საშვის გაცემას სწრაფად უზრუნველყოფს. გარდა ამისა, იმ 4 დიდ ქალაქში, სადაც შესვლა-გასვლა შეზღუდულია, ფერმერებისთვის, რომლებსაც უწევთ ამ ქალაქებში გადაადგილება, დაჩქარებული საშვები გაიცეს.
როგორც წერილში ფერმერები აღნიშნავენ, საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება აუცილებელია, რათა ქვეყანაში აგრარული კულტურების წარმოება იყოს შესაძლებელი. მათივე თქმით, ეს პერიოდი ახლა დგას და 2-3 კვირაში დასრულდება.
"კარგად გვესმის, რომ კორონავირუსის პანდემია საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, რომელიც ნომერ პირველი პრიორიტეტია ყველა ჩვენგანისათვის. ასევე, ვაფასებთ იმ ძალისხმევას რაც საქართველოს მთავრობამ გასწია, რათა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი გვქონოდა ქვეყანაში. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობის გაჩერებამ შეიძლება მიგვიყვანოს მეორე საფრთხის წინაშე, რასაც სურსათის დეფიციტი და სიღარიბის ზრდა ჰქვია", — ნათქვამია განცხადებაში.
ფერმერები ამბობენ, რომ გადაადგილებაზე გამონაკლისის დაშვებით მოხარული არიან, თუმცა გარკვეული გამოწვევები მათ წინაშე კვლავ არსებობს:
- ავტომანქანით ფერმერისა და მუშახელის გადაადგილებისთვის საშვების გაცემა გართულებულია;
- ავტომანქანით გადაადგილების დრო (06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში) და აგროსაშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მომსახურების საათები არ ემთხვევა ერთმანეთს;
- შორ დისტანციაზე გადაადგილება ვისაც უწევს, მისთვის დილით 2 საათი და საღამოს 1 საათი არ არის საკმარისი, რომ წავიდეს ფერმაზე, ჩაატაროს აგრო-ღონისძიებები და დაბრუნდეს უკან სახლში.
ფერმერების პრობმლემებზე ისაუბრა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, გადაადგილებისთვის გამოყოფილი დრო საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისთვის სრულად საკმარისია. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები აუცილებლობიდან გამომდინარეობს და მან საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდა.
-
გადახედვა5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა 5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
კომენტარები