შეახსენეთ საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების მნიშვნელობა — ოპოზიციის წერილი საერთაშორისო საზოგადოებას
ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს მიმართავენ, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების მნიშვნელობა შეახსენონ. მათი თქმით, საუბარია "პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაწილზე.
ოპოზიციური პარტიები გაგზავნილ წერილში მიმოიხილავენ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას პატიმრობას:
"პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლება აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, 13 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, ხუთ წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმებისსულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია. 14 აპრილს, შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთეს განცხადებები სადაც მათ გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის გამო და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს.
ამის საპრისპიროდ, ოპოზიცია შეთანხმებას ზედმიწევნით იცავს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში და მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიებში საარჩევნო კოდექსის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს თუ პოლიტიკური პატიმრები — გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი არ გათავისუფლდებიან. როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოტქომბერში დანიშნული არჩევნების წინ. ჩვენი ამოცანაა, ეს არ მოხდეს. საგანგებო სიტუაციები არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიის დასაზიანებლად".
ხელმომწერი პარტიები:
- ევროპული საქართველო;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- საქართველოს ლეიბორუსტული პარტია;
- პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“;
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი დემოკრატები;
- ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“;
- ახალი საქართველო;
- საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
- ევროპელი დემოკრატები;
- საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება;
- ქრისტიან-კონსერვატიული პარტია;
- მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
- ვემსახურები საქართველოს საქართველო ლიდერთა შორის მოძრაობა;
- სამართლიანობისთვის;
- სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;
- თავისუფლება;
- ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა;
- ახალი ქრისტიან-დემოკრატები;
- კანონი და სამართალი;
- ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა;
- გამარჯვეული საქართველო;
- ახალი საქართველოსთვის;
- დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები