პროკურატურის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

"ბრალდებულებისთვის, სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება განპირობებულია, ოჯახების მხრიდან გაზრდილი ინტერესით მათი მდგომარეობის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას", — წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განცხადებით ეს შეღავათი შეამცირებს ადვოკატების დამატებით ვიზიტებს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ვირუსუს გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე, ასევე საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების უფლებით სარგებლობა შეუჩერდათ. 16 მარტიდან პატიმარს მისთვის კანონით დადგენილ ფასიან დროზე 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 107 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 223 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 584.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: