ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როცა გამოჯანმთელებულების რიცხვი დაინფიცირებულებისაზე უფრო მეტი იქნება.

მისი განმარტებით, კორონავირუსს ცვალებადი დინამიკა ახასიათებს და ის, რომ დღეს სტაციონარში მხოლოს 305 პაციენტია, მთავრობის მიერ გატარებული ზომების დამსახურებაა. რამაც მისი თქმით, 3 თვის განმავლობაში ვირუსის მართვის საშუალება მისცათ.

"რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ის, რომ რამდენიმე დღის წინ, დაინფიცირებულების რიცხვი 40-ს აღემატებოდა და დღესდღეობით, მხოლოდ 10-მდეა, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ზოგადად, ახასიათებს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიკი გადავლილია. ჩვენ შევძელით და მთელი ამ სამი თვის მანძილზე ვმართავთ გრიპის ტალღებს და გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ ჩვენ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა ტიკარაძემ.