ალბათ, ყველა მაყურებელს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უოცნებია, რომ საყვარელი ფილმიდან სამახსოვროდ განსაკუთრებული ნივთი ჰქონოდა: ტანსაცმელი, რომელიც ამ ფილმის გმირს ეცვა ან თუნდაც ჭიქა, რომლითაც ის ყავას სვამდა.

ამერიკული კინოსტუდია A24 გულმხურვალე ფანებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სწორედ ეს ოცნება აიხდინონ და თან საქველმოქმედო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა: ამ სტუდიის მიერ წარმოებული ფილმებიდან სხვადასხვა დასამახსოვრებელი ნივთი აუქციონზე ონლაინ იყიდება, შემოსული თანხა კი მთლიანად საავადმყოფოებისა და იქ დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად გამოიყოფა, რათა პანდემიასთან ბრძოლაში სათანადო აღჭურვილობა ჰქონდეთ.

"A24 ნიუ-იორკში დაფუძნდა და კომპანიას სურს ამ ქალაქს კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. აუქციონიდან შემოსული თანხის 100% ოთხ სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაერიცხება, რომელთა მიზანიც განსაკუთრებულად დაზარალებული მოსახლეობისა და ფორსმაჟორში მომუშავე სამედიცინო პერსონალის დახმარებაა", — ვკითხულობთ განცხადებაში.

აუქციონზე გადააწყდებით ნივთებს ისეთი ცნობილი ფილმებიდან, როგორებიცაა რობერტ ეგერსის The Lighthouse და არი ასტერის Hereditary.

ნახეთ ამ ნივთების ჩამონათვალი:

ძვირფასი ქვებით შემკული სუვენირი ძმები საფდების ფილმიდან Uncut Gems

ფოტო: A24

კაბა, რომელიც იდინა მენზელს ეცვა ფილმში Uncut Gems

ფოტო: A24

დროის კაფსულა ბო ბერნემის ფილმიდან Eighth Grade

ფოტო: A24

ესეც სარიტუალო სამოსი არი ასტერის ფილმიდან Midsommar

ფოტო: A24

დათვის ნიღაბი კვლავ Midsommar-დან

ფოტო: A24

ქალთევზას ფიგურა რობერტ ეგერსის ფილმიდან The Lighthouse

ფოტო: A24

ფილმის მთავარი სიმბოლო — სანათი The Lighthouse-დან

ფოტო: A24

ფეხსაწმენდი არი ასტერის საშინელებათა ჟანრის ცნობილი ფილმიდან Hereditary

ფოტო: A24

და ბოლოს სერიალ Euphoria-ს რეკვიზიტი: ზენდაიას პერსონაჟის — რუს ჰუდი

ფოტო: A24